კოლუმბიის პრეზიდენტი – კარიბის ზღვის აუზში გემებზე დარტყმების გამო დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას

კარიბის ზღვის აუზში გემებზე დარტყმების გამო ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, – ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში -ის მიერ კარიბის ზღვის აუზში მცურავ გემებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, „ახალგაზრდები დაიღუპნენ, რომლებიც ცდილობდნენ სიღარიბისთვის თავი დაეღწიათ“.
„სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას იმ ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დარტყმების ბრძანება გასცეს. მათ შორის, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ“, – განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა.
ამასთან, პეტროს თქმით, „ნამდვილი ნარკომოვაჭრეები ნიუ-იორკსა და მაიამიში ცხოვრობენ“.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-მა კარიბის ზღვის აუზში სამი დარტყმა განახორციელა. აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ვენესუელიდან გამოსულ გემებს ნარკოტიკები გადააქვთ. სულ, აშშ-ის დარტყმების შედეგად, გემებზე მყოფი 17 ადამიანი დაიღუპა.