გუგა ქაშიბაძე: ლოტკინზე აფეთქების შედეგად დაშავებულ გოგოს სხეულის 48% დამწვარი აქვს, რეანიმაციაშია და მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია

ლოტკინზე აფეთქების შედეგად დაშავებულ 19 წლის გოგოს სხეულის 48% დამწვარი აქვს, რეანიმაციაშია და მისი მგომარეობა საკმაოდ მძიმეა – ამის შესახებ “პირველებს” დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდას დამწვარი აქვს სახე, ზემო კიდურები, გულ-მკერდი და ზურგის ნაწილი, ასევე აქვს სასუნთქი გზებსი დაზიანება.

დაახლოებით არის 48% დამწვრობა, ეს არის სახე, ზემო კიდურები, გულ-მკერდი და ზურგის ნაწილი, ასევე აქვს სასუნთქი გზებსი დაზიანება, მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში, სავარაუდოდ, გაზს აფეთქების შედეგად აქვს მიღებული დაზიანება. რადგან რეანიმაციაში, ე.ი. მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია”, – ამბობს ექიმი. 

ცნობისთვის, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 2 ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)