„ქართული ოცნების” მაღალჩინოსნის შვილი, რომელმაც არასრულწლოვანი სცემა თავისუფალია

„ქართული ოცნების” მაღალჩინოსნის შვილი,  რომელმაც არასრულწლოვანი სცემა თავისუფალია. მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის რიჩარდ გიგანის შვილი მოსამართლემ ციხიდან 15 ათას ლარიანი, გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა.

სასამართლო დაზარალებულის ხელწერილს დაეყრდნო, სადაც წერია, რომ პრეტენზია არ აქვს, თუმცა დედა  “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ხელწერილი გავლენიანი მაღალჩინონის გარმეოცვის ზეწოლით დააწერინეს.

ქალი აცხადებს, რომ ის პოლიციელემა აიძულეს მისულიყო ნოტარისუთან, მარნეულის იუსტიციის სახლში და ხელი მოეწერა დოკუმენტზე, სადაც ეწერა, რომ არასრულწლოვანს პრეტენზია არ ჰქონდა საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილთან და ის უნდა გამოეშვათ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან, რაც მოხდა.

  • აღნიშნული გადაწყვეტილება მარნეულის სასამართლოში მოსამართლე გვანცა ჩიქოვანმა მართლაც მიიღო და მამუკა გიგანი უკვე თავისუფალია 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.

რა გამოდის ახლა, რომ ხელი მომაწერინეს დოკუმენტზე, რომელიც არც ვიცოდი, რა იყო. მითხრეს, რომ ხელი უნდა მომეწერინა დოკუმენტზე, რომ თითქოს პრეტენზია არ გვქონდა ოჯახს, მიმიყვანეს ნოტარიუსთან, რა გამოვა, ახლა რომ გამოვა და ჩემი შვილი ისევ სცემოს, ამაზე პასუხს ვინ აგებს? პასუხისმგებლობაც ჩვენ აგვკიდეს, იტყვიან, რომ ჩვენ მივმართეთ და მაგიტომ გამოუშვეს. მე რაც მითხრეს, ის გავაკეთე, ადვოკატიც კი არ მახლდა. არ ვიცოდი ხელს რას ვაწერდი”, – ამბობს დედა. 

“პირველები” დილიდან გიგანის სახლთან იმყოფება, რათა მას კითხვები დაუსვას, თუმცა საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილი არც კამერებთან ჩნდება და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი, ბრალდების მიხედვით, 17 წლის ბიჭს ეთნიკური ნიადაგით სცემდა – მიზეზად მას ქართული ენის დაუფლება დაუწუნეს.

მანამდე, დაზარალებული ბავშვის დედამ განაცხადა, რომ პოლიციამ მუქარის ქვეშ მისი ჩვენება შეცვალა. ქალს დააწერინეს, თითქოს არანაირი პრეტენზია არ აქვს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის შვილთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთევან ქვარცხავა: ჩვენი მიზანია ადვოკატთა ასოციაციის სისტემური ტრანსფორმაცია, რათა შევქმნათ გარემო, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება გამჭვირვალედ, პროფესიონალების მიერ, კოლეგიალურად და არა ერთპიროვნულად