მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.
პრესსამსახურის თანახმად, დებატები გაეროს გენერალური მდივნის და გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტის გამოსვლებით გაიხსნა.
„ ღონისძიებაზე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ინდონეზიის პრეზიდენტმა პრაბოვო სუბიანტომ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა.
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის თემაა – „ერთად უკეთესია: 80 წელი და მეტი მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებებისთვის” .
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დაესწრნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე.
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევით ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
„ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის შეხვედრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან