ისლამური სამყარო სამთვეულის პირველი პარასკევის, რაღაიბის ღამეს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს რაღაიბის ღამეს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს მათ.­
ამის შესახებ განცხადებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ისლამური სამყარო სამთვეულის პირველი პარასკევის, რაღაიბის ღამეს აღნიშნავს. რაღაიბი ვედრების აღსრულების ღამეს ნიშნავს. დღესასწაული ეძღვნება წინასწარმეტყველ მუჰამედის მშობლების ქორწინების და მისი ჩასახვის დღეს. ამ დღის წინ მუსლიმები ასრულებენ ძღვენის ლოცვებს. გარდა ამისა, სამომავლო სურვილების აღსასრულებლად ამ ღამეს ღვთისმსახურებასა და ვედრებაში ატარებენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს რაღაიბის ღამეს, მშვიდობას უსურვებს მათ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ