საერთაშორისო საოპერო სააგენტოს IOA Management-ის მოსმენა-მასტერკლასი ბათუმში

2024 წლის 20 – 21 იანვარს, ქალაქ ბათუმში, ქართველი ტენორის ირაკლი კახიძის ინიციატივით საერთაშორისო საოპერო სააგენტოს IOA Management-ის მოსმენა-მასტერკლასი ჩატარდება.
სააგენტო IOA Management 2012 წელს მიუნხენსა და ჰელსინკიში დაარსდა. სააგენტო წლების განმავლობაში საოპერო მომღერლების მსოფლიოს საოპერო თეატრებში დასაქმებას წარმატებულად უწყობს ხელს. IOA Management გერმანიის ყველა ოპერის თეატრის გარდა, ლონდონის (კოვენტ გარდენი), სტოკჰოლმის (სამეფო ოპერა), დანიის (სამეფო ოპერა), პარიზის (ეროვნული ოპერა), ფინეთის (ეროვნული ოპერა), ბარსელონას (რან თეატრი დელ ლიცეუ) და ბევრ სხვა ცნობილ საოპერო თეატრთან თანამშრომლობს.
ევროპაში წარმატებულ მოღვაწეობასთან ერთად, IOA Management-ი ევროპული საოპერო სააგენტოა, რომელიც ამერიკის თითქმის ყველა საოპერო თეატრთან თანამშრომლობს. მათ შორის გახლავთ: ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერა, ბოსტონის ლირიკული ოპერა, სიეტლის ოპერა, ფილადელფიის ოპერა და სხვა მრავალი. ბათუმში, საერთაშორისო საოპერო სააგენტოს IOA Management-ის მოსმენა-მასტერკლასს, თავად სააგენტოს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კალე კანტილა უხელმძღვანელებს. კალე კანტილა მრავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო საოპერო კონკურსის ჟიურის წევრია, მათ შორის აღსანიშნავია: Hans Gabor Belvedere Singing Competition, International Panco Vladigerov Singing Competition, ბულგარეთი. International Concorso Lirico „Salice d’Oro, იტალია. მოსმენა-მასტერკლასი ევროპასა და აზიაში მოღვაწე ქართველი ტენორის ირაკლი კახიძის ფონდის ინიციატივით ჩატარდება. აღნიშნული ღონისძიება საოპერო მომღერლებს მოსმენა-მასტერკლასზე უფასო დასწრების საშუალებას აძლევს. შერჩევის შემთხვევაში კი, კანდიდატები მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებში დასაქმდებიან და საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობისთვის გზა გაეხსნებათ. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების შერჩევის შემთხვევაში სწავლის დასრულების შემდგომ, მათ მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სტუდიებში სტაჟირების გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ. სტუდენტებს სტიპენდია დაენიშნებათ და მსოფლიო საოპერო მომღერლებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობა შეეძლებათ.
აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრებისთვის და მოსმენა-მასტერკლასზე მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის სია: 1.CV (ინგლისურ ენაზე)
2. მოკლე შემოქმედებითი ბიოგრაფია (ინგლისურ ენაზე)
3. სამი არია (შესასრულებელი არიების პროგრამა
4. ერთი შესრულებული არიის ლინკი (YouTube, Facebook ) მოსმენაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 იანვარი.
აღნიშნული ინფორმაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
მოსმენაზე-მასტერკლასზე მონაწილეების შერჩევა მოხდება სააგენტოს მიერ ვიდეო ლინკის მეშვეობით. შერჩეული კანდიდატები მიიღებენ შეტყობინებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:WhatsApp+995598544601
(R)

ასევე დაგაინტერესებთ