ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2025 გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტი რიგით მე-12 სამეცნიერო პიკნიკს 27 სექტემბერს, 13:00-იდან 17:00 საათამდე, ილიაუნის ეზოში უმასპინძლებს.
მათივე ცნობით, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2012 წლიდან იმართება და მისი სლოგანია: „მეცნიერება სახალისოა“.
„სამეცნიერო პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ემსახურება მდგრადი განვითარების 17-იდან მე-4 მიზნის (SDG 4) – „ხარისხიანი განათლება: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის“ შესრულებას.
რატომ არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო პიკნიკი SDG 4-ისთვის:
პრაქტიკული სწავლება: ინტერაქციული სამეცნიერო ექსპერიმენტები და დემონსტრაციები ხელს უწყობენ კრიტიკული აზროვნების, ცნობისმოყვარეობისა და პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას;
ინკლუზიური განათლება: ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ყველასთვისაა და ხელს უწყობს ვიზიტორების წვდომას ხარისხიან საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე განურჩევლად ასაკისა და გამოცდილებისა.
უწყვეტი სწავლების (lifelong learning) წახალისება: პიკნიკი ეხმარება როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს მეცნიერების საოცრებების შესასწავლად. მისი მიზანია სწავლისადმი უწყვეტი გატაცების გაღვივება.
წელს სამეცნიერო პიკნიკს 100-ამდე მონაწილე ჰყავს. ილიაუნის მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები ილიაუნის ეზოში საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს წარმოადგენენ.
ექსპერიმენტებისა და დემონსტრაციების გარდა თბილისის ზოოპარკი, განათლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სკოლები და კერძო ორგანიზაციები წარმოგიდგენენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეს, ასევე საკუთარ კვლევებსა და მიღწევებს.
სასცენო პროგრამა:
14:00 – 14:30 – სამეცნიერო შოუ „ფანტასტიკური ქიმია“;
14:45 – 15:00 – პოლონური ენის პედაგოგის, მაგდალენა კნაპიკის პოლონური ენის სწრაფი კურსი;
15:00 – 15:30 – როლან კილაძის სახელობის მომავალი ასტრონომის პრემიის მფლობელების და მონაწილეების დაჯილდოება;
15:00 საათზე სამეცნიერო პიკნიკის ცენტრალურ სცენაზე დაჯილდოვდებიან კონკურსის მონაწილეები და გამარჯვებულები;
16:30 – 16:45 – Wasteless – ვეისთლესი – სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაციის გათამაშება;
27 სექტემბერს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, მოიტანეთ და ასოციაციის წარმომადგენელს ჩააბარეთ თქვენი ელექტრო ნარჩენები (ძველი ტექნიკა, ტელეფონი, უთო, ფენი, ყურსასმენები და ა.შ). მიიღეთ გათამაშების ბილეთი და დაელოდეთ დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 16:30 საათზე, სამეცნიერო პიკნიკის სცენაზე გაიმართება.
16:30 საათზე, შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც საჩუქრად გადაეცემა ტექნიკის მაღაზიის 1 000 და 500-ლარიანი ვაუჩერები. აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას იმის შესახებ, თუ რა ითვლება ელექტრონულ ნარჩენად და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი სწორად უტილიზაცია.
ეს გათამაშება მიზნად ისახავს: ელექტრონული ნარჩენების პასუხისმგებლობიანი უტილიზაციის წახალისებას; გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას; საზოგადოების ჩართულობის გაზრდას გარემოსდაცვით ღონისძიებებში.
კარვების აქტივობები: ილიაუნის კარავი – დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი – კარავი: 5
მონაწილეობის მიღებას შეძლებთ ისეთ ფსიქოლოგიურ აქტივობებში, როგორებიცაა: მეხსიერების ტესტი; პიქტოგრამა; ემოციის გავლენა დამახსოვრებაზე; რავენის მატრიცები – ინტელექტის საზომი ტესტი.
Salis კარავი – კარავი: 19
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის, SALiS-ის, კარავში წარმოდგენილი იქნება ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ქსელის, Sceince on Stage – ის ეროვნული ფესტივალის წარმატებული პროექტები და ERASMUS ის პროექტის – PRESS აქტივობები. ასევე, ილიაუნის სტუდენტები – მომავალი მასწავლებლები წარადგენენ ექსპერიმენტებს იაფი ტექნოლოგიების გამოყენებით.
არქეოლოგიის კარავი – კარავი: 4
ილიაუნის არქეოლოგიის ზონაში შეძლებთ ჩაერთოთ არაერთ საინტერესო ღონისძიებაში, მათ შორის: არქეოლოგიის ზონაში შემოგთავაზებთ არქეოლოგიური სამარხის იმიტაციას და შეძლებთ, თავად იმუშაოთ, როგორც არქეოლოგმა და დაამუშაოთ „აღმოჩენილი“ ნივთები;
შეძლებთ არქეოლოგიურ ვიქტორინაში მონაწილეობას და ახალგაზრდა არქეოლოგის ტიტულის მოპოვებას;
არქეოლოგიური ფაზლის აწყობის კონკურსში ჩართვას;
შესაძლებლობა გექნებათ, დაამუშაოთ კერამიკა და თიხისგან გამოძერწოთ საკულტო არქეოლოგიური ნივთები.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის კარავი – კარავი: 22
კარავში წარმოდგენილი იქნება: ოპტიკური მიკროსკოპი, ქანებისა და მინერალების ნიმუშები;
სეისმოგრაფი დამთვალიერებელი თავად შეძლებს თავად შეძლებთ გამოიწვიოთ ბიძგები და იხილოთ ჩანაწერები მონიტორზე;
გეორადარი რომლითაც დამთვალიერებელი შეძლებს თქვენ შეძლებთ გრუნტის სკანირებას;
მსოფლიოსა და საქართველოს მიწისძვრების კატალოგი;
საქართველოში დედამიწის ქერქის გადაადგილების რუკები 3D ტექნოლოგიების გამოყენებით;
ვიდეორგოლი – თქვენ ნახავთ უხვი ნალექით გამოწვეული წყალმოვარდნის მოდელირებას თბილისის მაგალითზე.
ილიაუნის სტენდი – ქიმიური ბიოლოგია – კარავი: 23
კარავში დაგხვდებათ ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი შემდეგი სახალისო ექსპერიმენტებით: დნმ-ს გამოყოფა ბანანიდან; ანათლების დამზადება და მიკროსკოპში დათვალიერება; საკვებში ვიტამინის აღმოჩენა; წყალში ცილის განსაზღვრა; ტკბილი ცისარტყელა; ნივთიერებების დაყოფა ქრომატოგრაფიულ სვეტზე; ფერადი ვულკანი; სპილოს ხორთუმი.
ბაქსვუდის სკოლის კარავი – კარავი: 27
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის კარავში შეგიძლია ჩაერთო არაერთ საინტერესო ექსპერიმენტში, მათ შორისაა: უფერული მელანი; არანიუტონური სითხე; ფერადი სამაჯურები; ბგერის ვიზუალიზაცია; ჯადოსნური კომბოსტო.
როკო აკადემია – კარავი: 34
როკო აკადემიის კარავში შეძლებ ჩაერთო არაერთ საინტერესო აქტივობაში, მათ შორისაა: 3D კალმის აქტივობები (მნახველები შეძლებენ თქვენ შეძლებთ საკუთარი ხელით შექმნათ ხელოვნების ნიმუშები); პროგრამირებადი რობოტების შეჯიბრება და შერკინება.
შპს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა და ბრიტანულ-ქართული აკადემია – British Georgian Academy – British Georgian Academy – კარავი: 31
კარავში შეგიძლია მონაწილეობა მიიღო შეძლებთ მონაწილეობა მიიღოთ არაერთ საინტერესო ექსპერიმენტში, მაგალითად: ვან დე გრაფის გენერატორი – პატარა ჭექა-ქუხილი; ტელესკოპის გაკეთება ვიზიტორებთან ერთად.
კავკასიის ფრანგული სკოლა / Ecole Française du Caucase – კარავი: 29
კარავში თქვენ შეძლებთ შემდეგ საინტერესო ექსპერიმენტებში მონაწილეობას: მიკროსკოპში პრეპარატების დათვალიერება/მარტივი ექსპერიმენტით სისხლის ჯგუფის განსაზღვრა; ელექტროსტატიკური ველის მოდელიზირება; მხედველობის ლინზების დანიშნულების ჩვენება.
ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი (30-ზე მეტი კლუბი და სკოლა) – კარვები: 12-18
ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების კარავში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ არაერთ საინტერესო ექსპერიმენტში, ესენია: მდგრადი განვითარების მიზნების თემაზე შექმნილი პრეზენტაციები და გამოფენები; საინტერესო ექსპერიმენტები და აქტივობები (მიკროსამყაროს ტური; მელოდიით ხატვა, ფარადეის მბრუნავი დისკო; ქაღალდის მიღება ნარჩენებისგან..); ეკოლოგიურად სუფთა ჩურჩხელის გავლებისა და ჩირების დამზადების მასტერკლასი.
სთიმითი/STEAMit:
სთიმითი/STEAMit-ის კარავში შეძლებთ გაეცნოთ და დაათვალიეროთ STEM და STEAM მეთოდოლოგიებზე დაფუძნებული არაერთი საინტერესო სასწავლო ნაკრები და ჩაერთოთ სხვადასხვა აქტივობაში: სასწავლო ნაკრები „Spectra Plantum“; წყლის გამფილტრავი მოწყობილობა; ენერგიის სხვადასხვა წყაროს მოდელების აწყობა და მუშაობის პრინციპზე დაკვირვება; სასწავლო კომპლექსური ნაკრების „STEAM ქალაქის“ მუშაობის დემონსტრირება.
დასწრება თავისუფალია.
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.