NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს იკავებდა სუს-ის უფროსის პირველი მოადგილისა და დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს. წლების განმავლობაში, ბერაია იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე გახლდათ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში.
სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მსახურობდა”. – წერია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)