პიტერ სიიარტო – უნგრეთი რუსულ ენერგორესურსებზე უარს არ იტყვის

უნგრეთი რუსულ ენერგორესურსებზე უარს არ იტყვის, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
პიტერ სიიარტო -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ის „მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს“.
„ჩვენ რუსული ნავთობისა და გაზის გარეშე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო ენერგომომარაგებას ვერ უზრუნველვყოფთ. ჩვენთვის ენერგომომარაგება ფიზიკური ინფრასტრუქტურის საკითხია. ნავთობის სხვა წყაროდან შეძენის შესახებ ოცნება შეიძლება სასიამოვნო იყოს, მაგრამ ჩვენ შეძენა მხოლოდ იქიდან შეგვიძლია, საიდანაც ჩვენ ინფრასტრუქტურა გვაქვს. თუ ინფრასტრუქტურას დააკვირდებით, დაინახავთ, რომ რუსული მიწოდების გარეშე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო მომარაგება შეუძლებელია“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ
მისი თქმით, დონალდ ტრამპის „მიდგომის ესმის“.
გამოცემასთან ინტერვიუში სიიარტომ ევროპელ მაღალჩინოსნებს „ფანატიკოსები“ უწოდა და აღნიშნა, რომ „მათთან ფაქტებზე დამყარებული და რაციონალური დიალოგის წარმოება შეუძლებელია“.
ახლა ჩვენი მეგობარია. როდესაც ამერიკის პრეზიდენტი შენი მეგობარია ეს სრულიად განსხვავებულია იმისგან, როდესაც ისინი ზეწოლას ახდენდნენ და მიუხედავად იმისა თუ, რა ისმის ბრიუსელიდან, ეს ძალიან სერიოზულია“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა