რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური – ევროპა მოლდოვის ოკუპაციისთვის ემზადება

ევროპა მოლდოვის ოკუპაციისთვის ემზადება, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს.
„ბრიუსელი მოლდოვის ოკუპაციის გეგმებზე უარის თქმას არ აპირებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება საგარეო ჩარევას არ მოითხოვს. ჯარების განლაგება მოგვიანებით იგეგმება. საბაბის მოძებნის მიზნით დნესტრისპირეთისა და რეგიონში განთავსებული რუსეთის ჯარების წინააღმდეგ შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა იგეგმება. შესაძლო ვადად 30 ნოემბერი განიხილება, როდესაც დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში არჩევნები ტარდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, „ამ ეტაპზე მოლდოვის ოკუპაციის მიზნით ნატო-ს ჯარების თავმოყრა რუმინეთში, მოლდოვის საზღვართან ახლოს მიმდინარეობს“.
„დნესტრისპირეთის დაშინების მიზნით ნატო-ს დესანტის გადასხმა უკრაინის ოდესის ოლქში იგეგმება. არსებული მონაცემებით, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების პირველი ჯგუფი უკვე ჩავიდა. სცენარი რუმინეთში ნატო-ს სამხედრო წვრთნების დროს არაერთხელ დამუშავდა და შესაძლოა, მოლდოვაში 28 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „ევროპელებს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების ეშინიათ და პატარა მოლდოვაზე შურისძიება სურთ“.
„ევროპელ მაღალჩინოსნებს ეშინიათ, რომ ბრიუსელისა და კიშინიოვის მიერ მომზადებული არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, მოლდოვის მოქალაქეები საკუთარი უფლებების დასაცავად ქუჩებში გამოვლენ. შედეგად, პრეზიდენტ სანდუს თხოვნით, ევროპული სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები მოლდოველებს აიძულებენ, რომ ევროპული დემოკრატიის საფარქვეშ ამოფარებული დიქტატურა მიიღონ“, – აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვა.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების განხილვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ლევან სანიკიძე ირაკლი ღარიბაშვილს – კაცი, რომელიც იჩემებდი, საქართველოს მოვუტანე მშვიდობაო, საკუთარი ოჯახისთვისაც ვერ მოახერხე ეს – რაც ხდება, აბსოლუტურად კანონზომიერია – მშიშარა არსებისგან სპარტაკი არ გამოიძერწება