ბექა დავითულიანი: როდესაც ვიღაცის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება, რაც …

როდესაც ვიღაცის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება, რაც ძალიან სენსიტიური საკითხია, რეაქცია რომ ადეკვატური და სამართლიანი იყოს, მსგავს ფაქტებზე კანონიც სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანის თქმით, კანონის გამკაცრება საჭიროა იმისთვის, რომ მსგავსი სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ქუჩაში ანგარიშსწორებებსა და ქუჩის პროტესტს.

„ამას სჭირდება ის, რომ კანონი იყოს სამართლიანი და პასუხისმგებლობა – ზომიერი“, – აღნიშნა დავითულიანმა.

ცნობისთვის, აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული.

ამასთან, როგორც 10 იანვარს გახდა ცნობილი, მმართველი გუნდის ინიციატივით, რელიგიური ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში