მიკროსაფინანსოების რაოდენობა შემცირდა, სავალუტოების გაიზარდა – რამდენი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის ნოემბრის მაჩვენებლებით, საქართველოში 968 ფინანსური ინსტიტუტია.
მათ შორის 15 კომერციული ბანკია, რომელთა შორის 13 უცხოური კაპიტალითაა წარმოდგენილი, მათი სააქციო კაპიტალი ჯამში 10 მლრდ ლარამდეა. ბანკების ფილიალების საერთო რაოდენობა 145-ია, სერვისცენტრების კი 756.
ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 2-ით ნაკლებია.
სებ-ის ინფორმაციით, სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა ერთ წელში 177-დან 168-მდე შემცირდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების კი 681-დან 725-მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, ქვეყანაში ორი საფონდო ბირჟა, 18 სადაზღვევო კომპანია, 5 საპენსიო სააგენტო და ერთი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაა.

ასევე დაგაინტერესებთ