Reuters – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს, – ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, როგორც იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში დააწესოს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობას საფრთხეს შეუქმნის.
ცნობისთვის, წელს აშშ-ის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლესა და პროკურორს სანქციები დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო