შსს ადამიანზე და ნარკოტიკების პოვნაზე გაწვრთნილ ძაღლებს ყიდულობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადამიანის სუნის კვალზე მომუშავე და ნარკოტიკული საშუალებების აღმომჩენ ძაღლებს ყიდულობს. 241 272 ევროს ღირებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 15 ძაღლისთვის გალიები, წყლის თასები, საბელები და სხვა აქსესუარები.
შესყიდული 15 ძაღლიდან:
· 10 იქნება – ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაზე წინასწარ გაწვრთნილი/სპეციალიზებული;
· 5 – ადამიანის სუნის კვალზე მომუშავე წინასწარ გაწვრთნილი/სპეციალიზებული.
ხელშეკრულებაში ასევე ჩაიწერება, რომ კონტრაქტორმა 45 კინოლოგისთვის უნდა ჩაატაროს 10-დღიანი ტრენინგ კურსი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წლების წინ, 2017 წელს მსგავსი დანიშნულების ექვსი ძაღლი აშშ-მა გადასცა. უწყების თანამშრომლებს ჩაუტარდათ სპეციალური სწავლებაც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)