რაზე ისაუბრებს ყაველაშვილი გაეროში სიტყვით გამოსვლისას? (ვიდეო)

“ქართული ოცნება” საერთაშორისო ტრიბუნიდან პარტნიორებს მხილების სერიას უანონსებს. რის სათქმელად გაუშვეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – ამაზე დღეს მ ისაუბრა. ირკვევა, რომ ივანიშვილის პრეზიდენტი ნიუ-იორკში წინასწარ გამზადებული ტექსტით მიდის, რომელიც ძირითადად კონსპირაციების და შეთქმულების თეორიებით იქნება სავსე.

ახსენებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გლობალურ ომის პარტიას და “დიფ სტეიტს” – ანუ იმ კონსპირაციებს, რომლითაც “ქართული ოცნება” აქამდე მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს კვებავდა – ეს არის კითხვა, რომელზეც კალაძე მხოლოდ ნაწილობრივ გვცემს პასუხს. რაც ამ დროისთვის ვიცით არის ის, რომ გაეროს ტრიბუნას ივანიშვილის პრეზიდენტი ოკუპანტი ქვეყნის სამხილებლად არ გამოიყენებს.

გასულ წლებში  გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სულ პრემიერმინისტრები წარმოადგენდნენ. წინა წელს ასამბლეის 79-ე სესიაზე ირაკლი გაემგზავრა, თუმცა მისი ვიზიტი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. კობახიძეს ამერიკის პრეზიდენტის საზეიმო მიღებაზე მოსაწვევი გაუუქმეს და ვერც შტატების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა შეძლო. დღეს, ივანიშვილის პრემიერს არ უსაუბრია ცდილობს თუ არა საკუთარი თავის მორიგი პოლიტიკური ფიასკოსგან გადარჩენას ამერიკაში ყაველაშვილის გაშვებით.

ყაველაშვილის სიტყვას დარბაზში გაეროს წევრი 190-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მოისმენს. ოპოზიციის შეფასებით ამ მიმართვით მსოფლიო კიდევ ერთხელ მოისმენს და დაინახავს როგორ შეცვალა “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური ვექტორი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია