დავით ხიდაშელის კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო – სააგენტო

დავით ხიდაშელის კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ დღევანდელ განცხადებაში ვკითხულობთ, რომელშიც უწყებამ „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-ზე გაცემული რაჭის ტყეების ლიცენზიის საინვესტიციო ვალდებულებები წარმოადგინა და განაცხადა, რომ ლეცენზიანტმა ვერც ერთი ამ ვალდებულებიდან ვერ შეასრულა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიერ სალიცენზიო პირობების შესასრულებლად ეფექტიანი მექანიზმი არ არსებობს.
“დღეის მდგომარეობით, ლიცენზიანტის მხრიდან განხორციელებული არა არის არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობა.
ამასთანავე, გარემოს ეროვნულ სააგენტოში შემოსულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მომართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან, გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით. განხორციელდება ინფორმაციის გამოთხოვა ყველა შესაბამისი უწყებიდან, მათ შორის, ლიცენზიანტისგან“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.