,, ეს ზედაპირზე ამოტივტივებული ნაგავი გადავრეცხოთ, თავის სამადაშვილებიანად” – მაია ნადირაძე

ყოფილი პარლამენტარი, მაია ნადირაძე ლელოს წევრის, სალომე სამადაშვილის ,,ფორმულასთვის” მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ის აცხადებდა – „ყველა ვინც არჩევნებზე არ მივა, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეხმარება ბიძინა ივანიშვილს“.
,,სრულიად ქოცქალები, თავიანთი მონდომების მიუხედავად, ვერ ასიამოვნებდნენ ივანიშვილს ისე, როგორც ეს სამადაშვილს გამოუვიდა.
მაგან ისე იცის პოლიტიკა, როგორც მე კვანტური მექანიკა. მე ის მაინც ვიცი, რომ არ ვიცი კვანტური მექანიკა.
ეს “ღვაწლმოსილი პოლიტიკოსი” გვიმტკიცებს, რომ ავტორიტარული და რეპრესიული რეჟიმის პირობებში, არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ ის დავასუსტოთ.
არც ვიცი როგორ დავცინო, უმარტივესი ირონიაც კი მისთვის შეიძლება გაუგებარი აღმოჩნდეს. ირონია კი არა, ფაქტებიც არ იცის. ამის გადმოსახედიდან ვენესუელაში მადურო დამარცხებულია უკვე არჩევნებით…
ეს გაბღენძილი მედროვე ქალი იქით იყოს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო:
“ყველა გავერთიანდეთ”არ არის სწორი ფორმულა, როცა იქ სამადაშვილები არიან.
“გავერთიანდეთ ყველა ვისაც გული გვერჩის და ქვეყანა გვიყვარს. “
მაინც ძალიან ბევრნი ვართ, რომ ეს ზედაპირზე ამოტივტივებული ნაგავი გადავრეცხოთ, თავის სამადაშვილებიანად.”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს