გაერო – ში, ომის დაწყების შემდეგ, 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერო-ს მონაცემებით, ში, ს შეჭრის შემდეგ, 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 19 300-ზე მეტი – დაშავდა.
გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) დირექტორმა, ედემ ვოსორნუმ განაცხადა, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, ს საჰაერო თავდასხმების გაძლიერების შედეგად, უკრაინაში 125 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 550-ზე მეტი დაშავდა.
მისი თქმით, ბოლო დროს, რუსული საჰაერო თავდასხმების სერიამ გამოიწვია სახლების, სკოლების, საავადმყოფოებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევა.
გაერო მუდმივად ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ომის მსხვერპლთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე დოკუმენტურად დამტკიცებულია. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა, დაახლოებით, 6,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა და თავი სხვა ქვეყნებს შეაფარა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ პატიმრებს ამზადებს სავაჭროდ – მისი ამოცანაა, რასაც აკეთებს ლუკაშენკო, ამერიკამ ბელარუსს სერიოზული სანქციები მოუხსნა, ლუკაშენკომ პატიმრები გაუშვა

სალომე სამადაშვილი – პარტიების აკრძალვასთან ტანდემში ოპოზიციონერების სამართლებრივი დევნა ოპოზიციის აბსოლუტური განადგურების მცდელობაა – რუსული პოლიტიკური სისტემის ანალოგის შექმნა მიდის