დონალდ ტრამპი ჩარლი კირკზე – იარაღი მისკენ იყო მიმართული, მაგრამ ტყვია – ყველასკენ

-ის პრეზიდენტმა, მოკლული კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ჩარლი კირკზე თავდასხმაყველა კონსერვატიულ იდეალზე თავდასხმაა.
„იარაღი მისკენ იყო მიმართული, მაგრამ ტყვია ყველასკენ. ეს ტყვია ყველასკენ იყო მიმართული“, – განუცხადა ტრამპმა State Farm Stadium-ზე შეკრებილ ადამიანებს.
მისი თქმით, ჩარლი კირკი ამერიკული თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.
„ის მოწამეა ამერიკული თავისუფლებისთვის. ვიცი, რომ დღეს ყველას სახელით ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ არცერთი ჩვენგანი არასოდეს დაივიწყებს ჩარლი კირკს და არც ისტორია დაივიწყებს მას“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, კირკი იყო დიდი ამერიკელი გმირი, რომელიც სასტიკად მოკლა „რადიკალიზებულმა, ცივსისხლიანმა მონსტრმა იმის გამო, რომ სიმართლეს საუბრობდა“.
„ის მოკლეს, რადგან მამაცურად ცხოვრობდა, თამამად ცხოვრობდა და ბრწყინვალედ კამათობდა“, – განუცხადა ტრამპმა ფენიქსის მახლობლად, სტეიტ ფარმის სტადიონზე შეკრებილ ხალხს.
მან კირკის მკვლელობაში „რადიკალი მემარცხენეები“ დაადანაშაულა და დასძინა, რომ „ძალადობა ძირითადად მემარცხენეებიდან მოდის“.
„მე მათ რადიკალ მემარცხენეებს ვეძახი. ხანდახან მათ რადიკალ მემარცხენე შეშლილებს ვეძახი. მაგრამ ჩარლი ამას არ ამბობდა. ის მათ მემარცხენეებს უწოდებდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჩარლი კირკის ხსოვნის პატივსაცემად არიზონას შტატის ქალაქ გლენდეილში, State Farm Stadium-ზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ასევე სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.
შეგახსენებთ, 31 წლის ჩარლი კირკს 10 სექტემბერს, იუტას უნივერსიტეტში მიმდინარე ღონისძიებაზე ესროლეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულია 22 წლის ტაილერ რობინსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ყოფილი დიპლომატები – ევროკომისიის ანგარიშში ასახული უმძიმესი რეალობა ცხადყოფს ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს, კონსტიტუციის უგულვებელყოფასა და ეროვნული ინტერესების ღალატს

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის, არა იმ ევროპის კავშირისთვის, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატია ევროპული შინაარსისგან ცლის და მხოლოდ კავშირად ტოვებს