ლევან ღამბაშიძე: თამირლან მაჩალიკაშვილი დასაძინებლად ემზადებოდა. ძილის წინ ტელეფონს სქროლავდა რა დროსაც სპეცრაზმი შევარდა ოთახში და საწოლშივე ჩაცხრილა ბიჭი. ხელში იარაღი ეჭირაო. როცა საფრთხე გემუქრება, ასე უნდა იმოქმედოო

ფილოსოფოსი :
თამირლან მაჩალიკაშვილი დასაძინებლად ემზადებოდა. ძილის წინ ტელეფონს სქროლავდა რა დროსაც სპეცრაზმი შევარდა ოთახში და საწოლშივე ჩაცხრილა ბიჭი. ხელში იარაღი ეჭირაო. თუ ხელყუმბარაო. როცა საფრთხე გემუქრება, ასე უნდა იმოქმედოო.
არც გამოძიება ჩაუტარებიათ, არც დამნაშავე დაუსჯიათ. დღემდე სამართალი ვერ უპოვნია ოჯახს და დღემდე წვავს მათ გულს უდიდესი დანაკარგისა და უსამართლობის განცდა.
ამასობაში რეჟიმმა ძალადობის მუხლით საქმე აღძრა ლევან ჯობავაზე, რომელმაც ვიღაც ტიტუშკას ხელიდან გამოგლიჯა იარაღი და პოლიციას გადასცა. ის ნაძირალა ლევანს არც უცემია. ერთი პანჩური მოხვდა და მერე გარეთ გაათრიეს პოლიციამდე.
ხოდა რა მაინტერესებს იცით, აი პოლიციამ რომ გადამაყენოს და პნევმატური იარაღი გავუძრო, პოლიცია ჯერ გამოიკვლევს რა მიჭირავს ხელში და მერე იმოქმედებს? და სულ რომ იცოდეს რომ პნევმატური გავუძრე, ასე გამაჩოჩიალებს დაკავების მანქანამდე, თუ იქვე გამხევს შუაზე, როგორც მაგალითად უდანაშაულო ხალხი გახია შუაზე დეკემბერში? მაჩალიკაშვილის შემთხვევაში, პოლიციელს რომ იარაღი მოელანდა, ტყვიის დაჭედება იყო სწორი ქმედება, ხოლო ლევან ჯობავამ რომ ზიანის მიყენების გარეშე განაიარაღა თავდამსხმელი, ეგ არის ძალადობა?
ოდნავ რომ ცდებოდეს რეალობა და რეჟიმის პროპაგანდა ერთმანეთს, კიდევ იტყოდოთ, რომ ძნელია ამ ორი რამის ერთმანეთისაგან განსხვავება, მაგრამ ამ თავდაყირა სამყაროში ისევ რეჟიმის ბოდვების რომ გჯერა, თავად ხარ უკუღმართი.