„თბილისობა 2025“ გრძელდება – სადღესასწაულო ღონისძიებებს და დაესწრნენ

დედაქალაქში „თბილისობის“ ტრადიციული სახალხო დღესასწაული გრძელდება.
თბილისის მერი დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ სთან ერთად, ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და „თბილისობის“ მონაწილეებსა და სტუმრებს დედაქალაქის მთავარი დღესასწაული მიულოცა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ „თბილისობა 2025“-ის ფარგლებში გამართული აქტივობები შვილებთან ერთად დაათვალიერა.
„ვულოცავ „თბილისობას“ ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ვისაც უხარია დედაქალაქის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. „თბილისობა“ განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგან ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. ჩვენი ქალაქია თვითონ განსაკუთრებული თავისი კულტურით, მრავალფეროვნებით, წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და ხალხით. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული და ყველა განსაკუთრებით ელოდება თბილისისადმი მიძღვნილი დღეების აღნიშვნას. აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა, ყველა თაობის ადამიანისთვის შექმნილია ყველანაირი პირობა დასვენებისა და გართობისთვის.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კომპანიას თანამშრომლობისთვის, ყველას, ვინც დღეს ესწრება თბილისობის დღესასწაულს.
საღამოს, ასევე გელოდებით ევროპის მოედანზე, სადაც გალა-კონცერტი გაიმართება, გეპატიჟებით ყველას – დიდსა თუ პატარას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პრესსამსახურის ცნობით, თბილისის მერთან ერთად ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.
„თბილისობისადმი“ მიძღვნილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები გრძელდება როგორც ორბელიანის მოედანზე, ასევე რიყის პარკში. საღამოს კი, 20.00 საათზე ევროპის მოედანზე საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“ გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი: მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ, დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ ბროში რომ მიკეთია, იმის მაგივრად მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი, თუ ჩავთვლი, რომ სანქცია არის ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავი, რომ ვარ მე მიუღებელი

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ