მარნეულში არასრულწლოვანზე ძალადობის გამო გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში, სავარაუდოდ, მაღალჩინოსნის შვილის მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის გამო გამოძიება დაიწყო.
გუშინ, 19 სექტემბერს, აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის, რიჩარდ გიგანის შვილმა მოზარდზე იმის გამო იძალადა, რომ მან ქართული ენა არ იცოდა.
„საკრებულოს თავჯდომარეს მოადგილეს შვილმა მოზარდის სცემა ქართული ენის არცოდნის გამო და ადგილზეა მარნეულის პოლიციის უფროსი, საკრებულოს თავჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი, სუსი, პოლიციელი, საკრებულოს წევრები და არავინ ახლოს არ მიდის მოძალადესთან, არც ძალას იყინებენ გასაჩერებლად ასე ლამაზად ეფერებიან, ყველაზე ნათელი კადრია“, – დაწერა სამირა ბაირამოვამ 19 სექტემბერს.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
კითხვაზე არის თუ არა მომხდარის გამო ვინმე დაკავებული, -ში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.