ბაქოს „ნეფთჩილარის“ მეტროს მიმდებარედ ტრანსგენდერ ქალზე transfobიური თავდასხმის კადრების სოციალურ ქსელებში გავრცელების შემდეგ, ექვსმა აქტივისტურმა ორგანიზაციამ – Qıy Vaar, QueeRadar, Minority Azərbaycan, Transvisionary, Q Collective და Femkulis ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
ვიდეოში, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჩანს, რომ ავტომობილში მყოფი სამი პირი პირდაპირი ეთერით გზაზე მიმავალ ტრანს ქალს ქვებს ესვრის, და ამავე დროს ისმის სიცილი და შეურაცხმყოფელი ფრაზები.
აქტივისტები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანში ლგბტიქ+ მოქალაქეები, განსაკუთრებით ტრანსქალები, წლებია ძალადობის, შეურაცხყოფისა და დაუსჯელობის მსხვერპლნი ხდებიან. ისინი მოითხოვენ თავდამსხმელების დაუყოვნებლივ გამოვლენასა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, სახელმწიფოს მხრიდან სიძულვილის ნიადაგზე ძალადობის ღია დაგმობასა და პრევენციულ ზომებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების ვალია, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.




