ჟიგიმანტას პავილიონისი – სირცხვილი პუტინის მარიონეტ „რუსულ ოცნებას“, ევროპელები ყოველ დანაშაულს დაიმახსოვრებენ, რომელსაც საკუთარი ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ სჩადიხართ!

სირცხვილი პუტინის მარიონეტ „რუსულ ოცნებას“, ევროპელები ყოველ დანაშაულს დაიმახსოვრებენ, რომელსაც საკუთარი ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ სჩადიხართ! – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.
თავისი განცხადებით პავილიონისი „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის სასამართლოში დაბარებას ეხმაურება.
„სირცხვილი პუტინის მარიონეტს – „რუსულ ოცნებას“! ევროპელები ყოველ დანაშაულს დაიმახსოვრებენ, რომელსაც საკუთარი ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ სჩადიხართ! დიდება ნინო ევგენიძის მსგავს ქართველ გმირებს, რომელიც ყოველ დღე იცავს მთელი ქართველი ერის ევროატლანტიკურ მოწოდებას!“ – წერს პავილიონისი.
შეგახსენებთ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე იკითხება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება