23 სექტემბერი ჟესტური ენის საერთაშორისო დღეა

23 სექტემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჟესტური ენის მნიშვნელობასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიება 13:00 საათზეა დაგეგმილი.
როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის ფარგლებში, თბილისის სამედიცინო აკადემიასა და ყრუთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება.
„23 სექტემბერს, 13 საათზე გიწვევთ თსა-ში ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნება ჟესტური ენის მნიშვნელობას.
ასევე გაიმართება ახალი პროექტის წარდგენა, რაც გულისხმობს მედიცინის სტუდენტებისთვის ჟესტური ენის სწავლებას.
შეხვედრის ფარგლებში, თსა-სა და ყრუთა კავშირს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.