ცნობილია 25 წლის ბიჭის ვინაობა, რომლის მკვლელობისთვისაც იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიური მედიის ცნობით, ქალაქ პიზაში, 5 იანვარს, ღამით, ქალაქის ცენტრში 25 წლის ტუნისელი ახალგაზრდა მოკლეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის 32 წლის ქართველი მამაკაცია.
მკვლე­ლო­ბა 8 იან­ვარს, ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ცენ­ტრში, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ, სა­ფოს­ტო გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან მოხ­და. ახალ­გაზ­რდა და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია, თუმ­ცა გავ­რცელ­და რამ­დე­ნი­მე ვერ­სია, მათ­გან ერ­თის თა­ნახ­მად, კონ­ფლიქ­ტი, რა­საც მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა, ნარ­კო­ტი­კებს უკავ­შირ­დე­ბა. ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ მოკ­ლუ­ლი ილი­ეს ამ­რის ძმე­ბი, რომ­ლებ­მაც სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლეს.
„ის ცდი­ლობ­და მო­ჩხუბ­რე­ბი გა­ეშ­ვე­ლე­ბი­ნა და ამ დროს მოკ­ლეს. ჩვენ ვი­თხოვთ სა­მარ­თლი­ან გა­მო­ძი­ე­ბას. ჩვე­ნი ძმა არც ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი ყო­ფი­ლა და არც კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი ჰქო­ნია”, – წე­რენ ისი­ნი.
რო­გორ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, ილი­ეს ამრი ტუ­ნი­სი­დან იტა­ლი­ა­ში, ძმებ­თან ერ­თად, 5 წლის წინ ჩა­ვი­და.
მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის თქმით, პა­რას­კევს სა­ღა­მოს ის ვი­ტო­რიო ემა­ნუ­ე­ლეს მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე სა­ფოს­ტო გან­ყო­ფი­ლე­ბის შე­სას­ვლელ­თან, კი­ბის სა­ფე­ხურ­ზე იჯდა, როცა ტუ­ნი­სე­ლე­ბის და ქარ­თვე­ლე­ბის ჯგუ­ფე­ბის ჩხუ­ბი ატყდა. ახალ­გაზ­რდა შე­ე­ცა­და ისი­ნი გა­ეშ­ვე­ლე­ბი­ნა. ძმე­ბის თქმით, სწო­რედ ამ დროს მოკ­ლეს ახალ­გაზ­რდა კაცი.
მოკ­ლუ­ლის ოჯახ­მა ად­ვო­კა­ტი აიყ­ვა­ნა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას ითხოვს.
აღნიშნულ ინფორმაციას AMBEBI.GE იტალიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.