რუსთავის ქარხნებთან ტყვიის შემცველობა 24-ჯერ და 26-ჯერ აღემატება ნორმას – კვლევა

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია Arnika-ს კვლევამ რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სახიფათო ნივთიერების მომატებული კონცენტრაცია გამოავლინა – კვლევის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.
გამოცემის ცნობით, 14 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება, ამბობს, რომ დაბინძურების ძირითად წყარო მსხვილი მეტალურგიული ქარხნები და ცემენტის საწარმოებია
„სწორედ ამ სამრეწველო ზონების, კერძოდ, მეტალურგიული ქარხნების, ცემენტის საწარმოებისა და წიდის საწყობების გარშემო აღებულ ნიადაგისა და მტვრის ნიმუშებში გამოვლინდა რამდენიმე სახიფათო ნივთიერების მომატებული კონცენტრაცია“, – წერია კვლევის ანგარიშში
“რადიო თავისუფლების” თანახმად, კვლევის ავტორები წერენ, რომ სამრეწველო ტერიტორიის სიახლოვეს აღებულ ქუჩის მტვერში ვერცხლისწყლის, ტყვიისა და კადმიუმის შემცველობა საბაზისო დონეებს, შესაბამისად, 4.5-ჯერ, 24-ჯერ და 26-ჯერ აღემატებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!