თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე „ცარიელი სკამი“ ზვიად რატიანისაა

თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე „ცარიელი სკამი“ ზვიად რატიანისაა
1980-ან წლებში PEN International-მა დააფუძნა „ცარიელი სკამის“ ტრადიცია. ცარიელი სკამი სიმბოლურად განასახიერებს მწერალს, რომელიც ვერ ესწრება ღონისძიებას, რადგან ციხეშია, იდევნება ან მუქარის გამო იძულებულია, დაიმალოს
გარდა იმისა, რომ ეს ტრადიცია საფრთხეში მყოფი კონკრეტული ადამიანებისადმი სოლიდარობის გამოხატულებაა, ის მწერლისა თუ ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებული ცენზურის, შევიწროებისა და სხვადასხვა სახის ძალადობის ზოგადი შეხსენებაც არის
წელს პენ-საქართველო პირველად უერთდება ამ ტრადიციას. თბილისის წლევანდელი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 19-23 სექტემბერს გაიმართება

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?