„ნაცმოძრაობის“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციაზე – ეს ხელშეკრულებაც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული, უნდა დაკავდნენ სიცრუით და ცილისწამებით

ეს ხელშეკრულებაც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული, უნდა დაკავდნენ სიცრუით და ცილისწამებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ -ში ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციას.
კახა კალაძის თქმით, „ფარას“ დოკუმენტებით გამოჩნდა, რომ ჯო უილსონი 80 000 ათას დოლარს იღებს სიცრუის ლაპარაკსა და ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმაში.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ხშირად ვხვდებით ამ ტიპის დოკუმენტებს. სხვათა შორის ამიტომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ყველაფერზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. ზუსტად „ფარას“ დოკუმენტებით გავიგეთ, რომ უილსონი 80 000-ს იღებს იმაში, რომ სიცრუე ილაპარაკოს და თავს დაესხას ქართულ სახელმწიფოს. „ფარას“ დოკუმენტებით გავიგეთ, როგორ ხდებოდა ევროპარლამენტარების მოსყიდვა, რომ იმ ტიპის რეზოლუციები მიეღოთ, რომელსაც ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავდით. ახალი ხელშეკრულებაც მიმართული იქნება ქვეყნის წინააღმდეგ, უნდა დაკავდნენ სიცრუით და ცილისწამებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში რეგისტრირებული დოკუმენტის მიხედვით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ -ში ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, Nelson Mullins Riley & Scarborough LLP-სთან 7 ივლისს დადებული ხელშეკრულებით, 360 ათასი დოლარი გადაიხადა ექვსი თვის მომსახურებისთვის.