პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.
„მინისტრი სამხედრო თანამშრომლობის, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებისა და რუსული აგრესიის კონტექსტში უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხებს განიხილავს“, – ნათქვამია პოლონეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს