ევროკავშირი შეასრულებს გეგმა და უკრაინას 1 მილიონ ჭურვს მიაწოდებს – ევროკომისარი

ევროკავშირი შეძლებს შეასრულოს დასახული გეგმა და ს გაზაფხულისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისარმა ტიერი ბრენტონმა გააკეთა.
როგორც ის ამბობს, ამ მიზნის შესასრულებლად ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა შეამცირონ იარაღის ექსპორტი სხვა ქვეყნებში და მოახდინონ ზეწოლა სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაზე.
2023 წლის მარტში ოფიციალურმა ბრიუსელმა განაცხადა, რომ ერთი წლის ვადაში კიევს ერთ მილიონ საარტილერიო ჭურვს მიაწვდიდნენ. მოგვიანებით ეჭვები გაჩნდა, რომ გაერთიანება უკრაინისთვის ამ რაოდენობის იარაღის მიწოდებას ვერ შეძლებდა.
ბრენტონის თქმით, ევროკავშირს ასევე აქვს შესაძლებლობა რომ ორ წელიწადში რუსეთს გაუტოლდეს იარაღის წარმოების მაჩვენებლით.
გარდა ამისა, ბრენტონს სურს რომ შექმნას ევროკავშირის თავდაცვის ფონდი, რომლის მოცულობა 100 მილიარდი ევრო იქნება. ევროკომისარი აპირებს, რომ ინვესტიციის ეს გეგმა 27 თებერვალს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე წარმოადგინოს, სადაც ისინი თავდაცვის სფეროში არსებულ საკითხებს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად