უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტი დავამტკიცეთ, მოვამზადებთ უკრაინელ სამხედროებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის მრეწველობაში – გიტანას ნაუსედა

უკრაინის პრეზიდენტი ლიეტუვის დედაქალაქში ჩავიდა. ზელენსკი ლატვიასა და ესტონეთშიც გაემგზავრება.
ვილნიუსში ის ლიეტუვის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სეიმის სპიკერს, ასევე პოლიტიკური ძალების, მედიისა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს ხვდება.
განსახილველ საკითხებს შორისაა უსაფრთხოება, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა და ევროპული მხარდაჭერის კოორდინაცია.
ლიეტუვის პრეზიდენტმა, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა.
„ჩვენ დავამტკიცეთ უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს ღირებულების გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პაკეტი. ინვარში კვლავ გავუგზავნით ს საბრძოლო მასალებს, გენერატორებს, ასევე, დეტონაციის სისტემებს, თებერვალში – М5777-ის ჯავშანტრანსპორტიორებს. მოვამზადებთ უკრაინელ სამხედროებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის მრეწველობაში“, – განაცხადა ნაუსედამ.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდა.

ასევე დაგაინტერესებთ