შალვა პაპუაშვილი – დღეს -სა და ბრიუსელს შორის ღირებულებითი უფსკრული არსებობს

დღეს -სა და ბრიუსელს შორის ღირებულებითი უფსკრული არსებობს – მას შემდეგ, რაც აშშ-ში ადმინისტრაცია შეიცვალა, ახალი ადმინისტრაცია მკაფიოდ დგას კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მხარეს, ხოლო ბრიუსელი მთელს ამ პროცესს ჩამორჩენილია, – ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა ამავე კონტექსტში დასძინა, რომ „ევროკავშირი ამოვარდნილია იმ მდგომარეობიდან, რაც დღეს სამყაროშია“.
„ყველა ძალადობას გმობს, ევროკომისიის პრესსპიკერი გამოდის და ძალადობას უჭერს მხარს. ყველა გმობს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატი გამოდის და იმ „ენჯეოებს“ აფინანსებს, რომლებიც დემოკრატიული ჩარჩოებიდან არიან გასული. „ენჯეოები“, რომლებიც იმის შესახებ საუბრობენ, რომ 4 ოქტომბრის უნდა ჩაშალონ და 4 ოქტომბრის ძალადობის ორგანიზების მონაწილეები არიან, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ხოლო ელჩი ქართველ ხალხს იმის ღირსადაც არა თვლის, რომ ამასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა