ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი 18-20 სექტემბერს სამხრეთ კავკასიას ეწვევა, თუმცა საქართველოში არ ჩამოვა.
მარტა კოსი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს 18 სექტემბერს აზერბაიჯანში ჩასვლით დაიწყებს, სადაც ქვეყნის ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.
19-20 სექტემბერს ევროკომისარი შეხვედრებს სომხეთში გამართავს. დაგეგმილია მარტა კოსის შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან.
რაც შეეხება საქართველოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დემოკრატიული უკუსვლის გამო ევროკავშირმა ქვეყანასთან პოლიტიკური კონტაქტები შეამცირა.




