ეკა გიგაური – კითხვები შეეხებოდა, ვეხმარებოდი, თუ არა პირადად დაჯარიმებულებს, ასევე, როგორც ჩანს, პრობლემა იყო 7-8 ლაბადის ყიდვა აქციების დროს – პრობლემაა, რომ ვსაუბრობთ პრობლემებზე და ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის

საუბარია იმაზე, რომ დააშინონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მიიღეს ძალიან ბევრი კანონი, რომელიც ზღუდავს ჩვენს საქმიანობას, ახლა უკვე გამოძიებაც დაიწყეს ჩვენი საქმიანობის წინააღმდეგ. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და პირველი რიგში, ჩვენი მოქალაქეების დაცვას, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომელიც დღეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.
მან ჟურნალისტებთან იმ კითხვებზე ისაუბრა, რომლებიც მასთან გამოკითხვაზე ჰქონდათ.
„პირველ რიგში, კითხვები შეეხებოდა იმას, ვეხმარებოდი თუ არა მე პირადად დაჯარიმებულებს. მათ მოიტანეს ინფორმაცია ჩემი პირადი ანგარიშიდან გადარიცხვებთან დაკავშირებით სხვადასხვა ანგარიშზე, რომლის მიზანიც იყო ის, რომ დაკავებულების ჯარიმები დაფარულიყო. ეს ადარდებთ მათ, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად. მეორე საკითხი, რაც შეეხებოდა, ჩემს საჯარო განცხადებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში, სადაც ვსაუბრობ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, რომ დასანქცირდნენ კონკრეტული პირები, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში, წამებებსა და კორუფციაში და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ადამიანების პასუხისმგებლობა დადგეს და არა საქართველოს მოქალაქეების. ამ განცხადებებთან დაკავშირებით იყო კითხვები, ასევე მაგალითად, კითხვა შეეხებოდა იმას, რომ ჩვენ გვქონდა კამპანია ნაწამები დაკავებული მოქალაქეების სოლიდარობის მიზნით და ამ კამპანიასთან დაკავშირებით ჰქონდათ მათ კითხვები. ასევე, როგორც ჩანს, პრობლემა იყო 7 თუ 8 ლაბადის ყიდვა აქციების მიმდინარეობის დროს და სხვადასხვა ასეთი კითხვები იყო, რომლებიც არ ვიცი რანაირად უკავშირდება იმ გამოძიებას, რომელსაც ისინი აწარმოებენ. საერთო ჯამში, ცხადია, რომ საუბარია იმაზე, რომ დააშინონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მიიღეს ძალიან ბევრი კანონი, რომელიც ზღუდავს ჩვენს საქმიანობას, ახლა უკვე გამოძიებაც დაიწყეს ჩვენი საქმიანობის წინააღმდეგ და ვნახოთ როგორ განვითარდება. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და პირველი რიგში, ჩვენი მოქალაქეების დაცვას.
არ ვიცი სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, არაფერს გამოვრიცხავ. კიდევ ერთხელ ვამბობ – როდესაც სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებაზე არის საუბარი, ამას არ აკეთებენ ორგანიზაციები გამჭვირვალე გადარიცხვებით, დღგ-ის გადახდით და ზედნადებებით. ეს ყველაფერი არის ძალიან გამჭვირვალე. ჩვენი საქმიანობა არის გამჭვირვალე. ყველა განცხადება ჩვენი დევს ვებგვერდზე. ჩვენი პოზიცია ფიქსირდება როგორც განცხადებებში, ასევე სხვადასხვა ანგარიშებსა და ჩვენს საჯარო საუბრებში. შესაბამისად, მგონია, რომ ზუსტად ეს არის პრობლემა. პრობლემაა, ჩვენ რომ ვსაუბრობთ პრობლემებზე და კიდევ ერთხელ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა გიგაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე – პარტიის ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტულია – თუ პირველივე განცხადებით თავს დაესხმება გუნდს, არ მგონია, ეს ის პოზიცია, რაც შორსმჭვრეტელობას ასახავს

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა