გორში დაკავებულთა შორის არიან ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი – მედია

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულ 7 პირს შორის არიან ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი, ბორის გოგიჩაიშვილი.
ეს ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ, “მოზაიკამ”, რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. შემდეგ კი იგივე ინფორმაცია გაავრცელეს პროსახელისუფლებო მედიებმაც. “ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ დაკავებულთა ვინაობას არ გაასაჯაროებენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კუსტარული ქარხნის დალუქვის შესახებ ინფორმაცია დღეს, 17 სექტემბერს გაავრცელა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ეს უკანონო ქარხანა წლების განმავლობაში მუშაობდა და მათ ახლა 75 ათასზე მეტი ბოთლი სასმელი, ასევე 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტიც ამოიღეს.
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯამში 7 პირი დააკავა. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს