იულია ნავალნაია – ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლის, იულია ნავალნაიას განცხადებით, მისი ქმრისგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშებზე ჩატარებულმა უცხოურმა ლაბორატორიულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ის მოწამლეს.
„ორი სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიები ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდნენ: ალექსეი მოკლეს. უფრო კონკრეტულად, ის მოწამლეს“, – აღნიშნა ნავალნაიამ.
მან მოითხოვა, რომ ლაბორატორიებმა გამოაქვეყნონ თავიანთი დასკვნები. ამასთან, ნავალნაიას არ დაუკონკრეტებია, თუ რა შხამი აღმოაჩინეს ლაბორატორიებმა.
მისი თქმით, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია.
„ვამტკიცებ, რომ პასუხისმგებელია ჩემი ქმრის, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე. შეწყვიტეთ პუტინის დაშოშმინება უფრო მაღალი მოსაზრებების გამო. მისი დამშვიდება შეუძლებელია. სანამ ჩუმად ხარ, ის არ ჩერდება“, – აღნიშნა იულია ნავალნაიამ.
შეგახსენებთ, 47 წლის 2024 წლის 16 თებერვალს, რუსეთის ციხეში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას