ნარკოტიკების აღმოჩენაზე წინასწარ გაწვრთნილ 15 ძაღლს ყიდულობს

მოკლედ
· ადამიანის სუნის კვალზე მომუშავე და ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაზე წინასწარ გაწვრთნილი ძაღლებისა და -ს თანამშრომლებისთვის კინოლოგის სასწავლო კურსის შესყიდვაში ბიუჯეტიდან 241 272 ევრო, ანუ 700 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
· შესყიდვის არგუმენტაციაში ნათქვამია: “გაწვრთნილი ძაღლები მუშაობენ სწრაფად და ეფექტურად, მათი ყნოსვა წარმოადგენს შეუდარებელ ბიოლოგიურ სუნის დეტექტორს და დადგენილია რომ ძაღლის ყნოსვა თითქმის 800 000-ჯერ აღემატება ადამიანისას”.
· ძაღლებს და სასწავლო კურსს შსს გამარტივებული შესყიდვით ყიდულობს.
სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში 16 სექტემბერს გამოქვეყნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 700 000 ლარზე მეტის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა, რომლითაც უწყება ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაზე გაწვრთნილ 15 ძაღლს ყიდულობს.
“როგორც სხვა ყველა მიმართულებით, ასევე კინოლოგიური სამსახურის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სხვადასხვა თანამედროვე და უახლესი მეთოდების გამოყენება. შს სამინისტროში არსებული ძაღლების გარკვეული ნაწილი ასაკშია, მიუხედავად იმისა რომ ისინი დღეისთვის ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, აღნიშნულ ძაღლებს უჭირთ არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ძაღლების მიერ ახალი მეთოდების ათვისების უნარიც.
ნარკომოვაჭრეები პერიოდულად ცვლიან პრაქტიკას და ეძებენ ახალ გზას, შესაბამისად აუცილებელია შს სამინისტროს თანამშრომლები ფლობდნენ შესაბამის ცოდნას, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ არამარტო მოახდინონ რეაგირება ნარკომოვაჭრეების ქმედებებზე, არამედ მზად იყვნენ მომავალი გამოწვევბის წინააღმდეგ საბრძოლველად” – ასე ასაბუთებს შსს შესყიდვის აუცილებლობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ