Associated Press – სლოვაკეთში მთავრობის ეკონომიკური ზომებისა და პრორუსული პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა

სლოვაკეთში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ეკონომიკური და პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციები 16 დიდ ქალაქში გაიმართა, მათ შორის დედაქალაქ ბრატისლავაში.
აქციების ბოლო ტალღა ფიცოს ჩინეთში ვიზიტმა გამოიწვია, სადაც ის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მესამედ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ამასთან, მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ დამტკიცებულმა მკაცრი ეკონომიის ზომების პაკეტმა მომიტინგეების გაღიზიანება კიდევ უფრო გაამწვავა.
მთავრობა აცხადებს, რომ ეს ზომები აუცილებელია ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, რომელიც შარშან 5.3% იყო და მოსალოდნელია, რომ წელსაც 5%-ს გადააჭარბებს, რაც ევროკავშირის მიერ დადგენილ 3%-იან ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება.
ზომები მოიცავს ჯანმრთელობისა და სოციალური დაზღვევის საფასურის გაზრდას, მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის საშემოსავლო გადასახადს და ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე დამატებული ღირებულების გადასახადს, ასევე ეროვნული დღესასწაულების შესაძლო შემცირებას.
პროფკავშირები და სხვა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ყველაზე მეტად რიგითი ადამიანები დაზარალდებიან, ბიზნესის წარმომადგენლები კი ჩივიან, რომ ზომები ეკონომიკის გაძლიერებას ხელს ვერ შეუწყობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან