ალექსანდრე ლუკაშენკო – სამხედრო წვრთნების ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარებით არავის ვემუქრებით

სამხედრო წვრთნების ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარებით არავის ვემუქრებით, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
„დღეს, ბელარუსის ტერიტორიაზე დაგეგმილი წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნების ფარგლებში ყველაფრის გამოყენებაზე ვვარჯიშობთ. ამას არ ვმალავთ და ეს დასავლეთშიც იციან. მცირე ზომის იარაღიდან გასროლით დაწყებული, ბირთვული ქობინების გაშვებით დამთავრებული. ჩვენ ამ ყველაფრის გაკეთება უნდა შევძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებას რა აზრი აქვს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთან, ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, პაველ მურავეიკოს ცნობით, სამხედრო წვრთნების ფარგლებში ბელარუსმა და რუსმა სამხედროებმა „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების სავარჯიშოებიც შეასრულეს.
შეგახსენებთ, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები – „ზაპად 2025“ – 12 სექტემბერს დაიწყო და დღეს, 16 სექტემბერს სრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა