მირიან მირიანაშვილი – ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს

ჩინეთში განვითარებული მოვლენები რა გავლენას მოახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტი ტრამპი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციის ბრალდებები, ასევე ადგილობრივი ს წინ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მირიან, რადგან მას შემდეგ არ გვისაუბრია, რაც ჩინეთში მეორე მსოფლიო ომის აღსანიშნავი ღონისძიებები, მათ შორის შანხაის ორგანიზაციის მორიგი სამიტი ჩატარდა და ამ თემით უნდა დავიწყოთ.
დამკვირვებელთა უმრავლესობამ 2025 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩინეთში გამართული ღონისძიებები ერთმნიშვნელოვნად შეაფასა ჩინეთის, როგორც ავტორიტარული ქვეყნების ლიდერად ჩამოყალიბების მცდელობა, რითაც მან ფაქტიურად, ღიად გამოიწვია მსოფლიოს იმ ნაწილის ქვეყნები და რომლებიც ათეული წლებია მსოფლიოში ებრძვიან ავტორიტარულ მმართველობებს და პირველ რიგში და პრეზიდენტი ტრამპი.
თქვენ როგორ შეაფასებდით ჩინეთში გამართულ სამხედრო აღლუმსა და და მასზე აშშ-ს რეაქციას?
იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო ძალის დემონსტრირება უკვე მოხდა, რა სავარაუდო სცენარებით შეიძლება განვითარდეს პროცესები თუ მალე არა, მოკლევადიან პერსპექტივაში?
– ცოტა გადაჭარბებულად ფასდება, განსაკუთრებით საქართველოში ჩინეთში ჩატარებული სამხედრო აღლუმი და შანხაის ორგანიზაციის სამიტი. სამხედრო აღლუმი ძალის დემონტრაციად არასოდეს ითვლებოდა, მაგრამ ჩინეთმა ამ ღონისძიებებზე მოახდინა იმის პრეზენტირება რომ პროტო-ალიანსს ქმნის.
სამხედრო ფრენჩში გამოჩენით ჩენეთის ხელმძღვანლი ცდილობდა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ქვეშემდომობის დემონსტრირებას. ეს იმდენად თვალში საცემი იყო, ძნელია ეს ვინმეს შეუმჩნეველი დარჩენოდა. უახლოეს მომავალში ჩინეთი შეეცდება ჩინურ-რუსულ-ჩრდილოეთ კორეული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბებას. ამაზე ახლა ინტენსიურად ლაპარაკობენ.
სამხედრო აღლუმი ძალის დემონტრაციად არასოდეს ითვლებოდა, მაგრამ ჩინეთმა ამ ღონისძიებებზე მოახდინა იმის პრეზენტირება რომ პროტო-ალიანსს ქმნის
ტრამპის მცდელობები არ დაეშვა ჩინეთთან რუსეთის დაახლოება, როგორც მოსალოდნელი იყო წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს გიგანტური ტრანსფორმაციაა ტრამპის გაპრეზიდენტების პირობებში. ტრამპი რუსეთს შედარებით მომგებიან გარიგებას უკრაინასთან სთავაზობდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ჩინეთს ჩაეხსნებოდა.
ჩინეთში ჩატარებული პოლიტიკური ღონისძიებების პრეზენტაციის მთავარ შედეგად ამერიკულ-რუსული ფლირტის დასასრული უნდა ჩაითვალოს
ჩინეთის სატელიტობის შემთხვევაში ამერიკული ელიტა რუსეთს ვერაფერს მისცემს პოლიტიკური პრობლემების შეთავაზების გარდა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვაგან, სადაც ამერიკულ-რუსული ინტერესები ერთმანეთს ეჯახებიან. ჩინეთში ჩატარებული პოლიტიკური ღონისძიებების პრეზენტაციის მთავარ შედეგად ამერიკულ-რუსული ფლირტის დასასრული უნდა ჩაითვალოს.
რაც შეეხება იმას, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები მოკლევადიან პერსპექტივაში. ახლა აშშ-ს ადმინისტრაციაში მიმდინარეობს იმ პოლიტიკური ჯგუფის, შეიძლება ითქვას, განადგურება, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე იყო ორიენტირებული და რუსეთის ლიდერ პუტინთან კომუნიკაციის რეჟიმში იყო. მხედველობაში მაქვს უიტკოფის დაჯგუფება, მისი აპარატი დაახლოებით 300 კაციდან 50-მდე შეამცირეს. რუსეთის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია ამა თუ იმ ფორმით გაგრძელდება, მაგრამ, ფაქტია, რომ ამერიკელების მხრიდან ამ მიმართულებით აქტივობა იკვეცება.
ახლა აშშ-ს ადმინისტრაციაში მიმდინარეობს იმ პოლიტიკური ჯგუფის, შეიძლება ითქვას, განადგურება, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე იყო ორიენტირებული და რუსეთის ლიდერ პუტინთან კომუნიკაციის რეჟიმში იყო. მხედველობაში მაქვს უიტკოფის დაჯგუფება, მისი აპარატი დაახლოებით 300 კაციდან 50-მდე შეამცირეს. რუსეთის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია ამა თუ იმ ფორმით გაგრძელდება, მაგრამ, ფაქტია, რომ ამერიკელების მხრიდან ამ მიმართულებით აქტივობა იკვეცება
რაც შეეხება სხვა ასპექტებს, რასაც საქართველოსთან აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ხაზს გაუსვამდი იმ გარემოებას რომ ჩინეთმა დემონსტრაციულად არ მიიწვია ჩინეთში დაგეგმილ ღონისძიებებზე საქართველოს ხელმძღვანელობა, მაშინ როდესაც აბსოლუტურად ყველა დაპატიჟა, ვისთანაც ამა თუ იმ ფორმის ურთიერთობა ჰქონდა. სამხრეთ კავკასიიდან მიიწვია ის ხალხი, ვინც ცოტა ხნის წინ ტრამპის კაბინეტში ისხდნენ, მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები.
საქართველოსთან მიმართებაში ეს იყო სიგნალი რუსებისთვის და დასავლეთისთვის და პირველ რიგში რეგიონისთვის. რეგიონის ხელმძღვანელებს გაეგზავნათ სიგნალი რომ ჩინეთი ამერიკასთან და დასავლეთთან დაპირისპირებას არ აპირებს და იგი მათთან აპირებს პოლიტიკურ გარიგებას. ჩინეთი საქართველოს ანტიამერიკული და ანტიდასავლური დემონსტრაციების უკან არ დგას.
ჩინეთს არ მოსწონს საქართველოს რუსეთთან დამოკიდებულება. საქართველოს რუსეთთან რაიმე ტიპის სატელიტობის პოლიტიკური საფერველი ჩინეთი არ იქნება. ჩინეთს რუსეთი მოსწონს ქვეშებდომად და არა დამოუკიდებელ პოლუსად, რომელზეც საქართველო იქნება მიბმული
გარკვეული დასავლური წრეები ჩინეთს ტენიდნენ საქართველოს ხელისუფლების დაქოქვას დასავლეთის წინააღმდეგ და საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური განცხადებების ავტორობას.
ეს გზავნილი რუსეთისთვის და დასავლეთისთვის ნიშნავს იმას რომ ჩინეთს არ მოსწონს საქართველოს რუსეთთან დამოკიდებულება. საქართველოს რუსეთთან რაიმე ტიპის სატელიტობის პოლიტიკური საფერველი ჩინეთი არ იქნება. ჩინეთს რუსეთი მოსწონს ქვეშებდომად და არა დამოუკიდებელ პოლუსად, რომელზეც ქარათველო იქნება მიბმული.
– ახლა ბევრი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ პრეზიდენტ ტრამპის აშკარად გაუთვლელმა საგარეო-სავაჭრო პოლიტიკამ ჩინეთ-რუსეთის პარტნიორი ლამის ინდოეთი გახადა. იგულისხმება სი-ს, პუტინისა და ინ-ის გარემოცვაში ინდოეთის პრეზიდენტ მოდის ყოფნა.
არადა, დაახლოებით 70 წელია აშშ-ს დიპლომატიამ ბევრი გააკეთა საიმისოდ რომ ინდოეთი აშშ-ს საიმედო პარტნიორი ყოფილიყო. თუმცა, იმასაც ამბობენ, ჩინეთსა და ინდოეთს შორის იმდენი პრობლემაა, ძნელი წარმოსადგენია ისინი ჩინეთისა და რუსეთის პარტნიორები გახდნენ.
როგორადაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ოკეანიის ქვეყნებში ჩინეთი თავის პოზიციებს ამყარებს და სულაც არაა გამორიცხული, როცა ჩათვლის რომ მზადაა, ტაივანის პრობლემა სამხედრო ძალით გადაწყვიტოს…
– რაც შეეხება ინდოეთს, ესეც მნიშვნელოვანია. მე არ გამოვრიცხავ რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდის ნაბიჯები ჩინეთის მიმართ არის სიტუაციური. ინდოეთს ჩინეთთან დაპირისპირების არა ერთი ფრონტი აქვს და ასეთ პირობებში ინდოეთის ჩინეთთან ურთიერთობების გასაღმავლებლად პრემიერ მოდის ინდოეთის ნაციონალისტური ელიტა ამის უფლებას არ მისცემს.
ინდოეთ-ჩინეთის დაახლოება რომ შეუძლებელია ამის ნათელი ილუსტრაციაა ნეპალში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისი. ნეპალი, ბანგლადეშთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, რომლებიც ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე მდებარეობენ, ჩინეთი თავისი კვაზი ძალებით უქმნის პრობლემებს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდის ნაბიჯები ჩინეთის მიმართ არის სიტუაციური… ჩინურ-ინდური პოლიტიკური ფლირტი სტრატეგიულ ურთიერთობად ვერ გადაიქცევა იმის გამო, რომ მათ შორის ბევრ საკითხზე შეუთანხმებელი პოზიციები აქვთ
რაც დღეს ნეპალში ხდება გახლავთ ნეპალის პროინდური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. ამას ჩინეთი დრო და დრო აკეთებს ხოლმე. დღესაც ამის მცდელობებს ვადევნებთ თვალს.
ჩინურ-ინდური პოლიტიკური ფლირტი სტრატეგიულ ურთიერთობად ვერ გადაიქცევა იმის გამო, რომ მათ შორის ბევრ საკითხზე შეუთანხმებელი პოზიციები აქვთ.
– გასულ კვირას აქტუალური იყო პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეღწევა. პრეზიდენტმა ტრამპმა მომხდარზე თქვა, რომ „ეს შემთხვევით მოხდა“. პოლონეთის პრეზიდეტის პასუხიც მყისიერი იყო – „ეს შემთხვევითი არ ყოფილა“, მეტიც, რუსეთმა ვარშავისა და ნატოს რეაქცია დატესტა.
ფაქტია, უკრაინა -რუსეთის ომთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიციას მკაფიოობა აკლია. აშშ-ში სულ უფრო ხმამაღლა ისმის შეფასებები რომ პუტინი ტრამპს არაფრად აგდებს. ამგვარი მტკიცებებიც აღარაა პუტინისთვის სახიფათო, რადგან რჩება შთაბეჭდილება ტრამპს არც ევროპა აინტერესებს, აღაც უკრაინა და რაც შეიძლება მალე უნდა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა.
არადა, ვხედავთ იმასაც, რომ ტრამპი ევროპელებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ მორიგი და უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს. თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და ვაშინგტონის რეალურ პოლიტიკას?
– ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების კეთება ტრამპის სტილი იყო. მისი პრეზიდენტობის პირველი ვადა ამის მკაფიო ილუსტრაცია გახლდათ. ამ თვალსაზრიით მის რიტორიკაში ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. ასეთია ტრამპის ცხოვრების სტილი და ამ ასაკში ადამიანი ვერ შეიცვლება.
რაც შეეხება იმას, რა მოხდა პოლონეთში. ეს იმდენად მკაფიოა, რომ დისკუსიად ქცევაც უხერხულია. პოლონეთში დრონების ბელორუსიდან შეფრენა, მსოფლიოს ექსპერტულ წრეებში აღქმულ იქნა როგორც რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ ამერიკულ-ბელორუსული ურთიერთობების დათმობის ჩაშლის მცდელობა. ეს იმის წინ მოხდა, როცა მინსკში ამერიკული დელეგაცია უნდა ჩასულიყო.
პოლონეთში რუსული დრონების შეფრენა ხაზგასმულად არ იყო სამხედრო აქცია იმიტომ რომ, როგორც გაირკვა, ამ დრონებს არც ერთს არ ჰქონდა ასაფეთქებელი მუხტები, ანუ, უბრალოდ დრონები იყვნენ, რომელსაც მათივე ლიკვიდაციის მუხტები ჰქონდათ მხოლოდ რომ შეფრენის შემდეგ თვითლიკვიდაცია მოეხდინათ.
პოლონეთში დრონების ბელორუსიდან შეფრენა, მსოფლიოს ექსპერტულ წრეებში აღქმულ იქნა როგორც რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ ამერიკულ-ბელორუსული ურთიერთობების დათმობის ჩაშლის მცდელობა. ეს იმის წინ მოხდა, როცა მინსკში ამერიკული დელეგაცია უნდა ჩასულიყო
ეს სამხედრო აქცია არ გახლდათ, წმინდა პოლიტიკური პროვოკაცია იყო. მან შედეგს იმიტომ ვერ მიაღწია რომ ამერიკელები მინსკში მაინც ჩავიდნენ. სახეზე გვაქვს ბელორუსულ-ამერიკული ფლირტი, რომელშიც პრეზიდენტი ლუკაშენკო თავგამოდებითაა გადაშვებული.
ეს იმავდროულად არის ამერიკელების პასუხი რუსების ჩინეთში ვოიაჟზე. ახლა ტრამპი ცდილობს ბელორუსი მოწყვიტოს რუსეთს. ეს იმდენად მკაფიო პროცესი ჩანს, ამის დასტურია ისიც, რომ მინსკში ამერიკულ დელეგაციაში რუსებისთვისაც მოულოდნელად ამერიკელი სამხედრო დამკვირვებლებიც აღმოჩდნენ, რომლებიც მინსკში რუსულ-ბელორუსული სამხედრო წვრთნებზე დასაკვირვებლად ლუკაშენკოს თხოვნით ჩავიდნენ.
ეს სამხედრო აქცია არ გახლდათ, წმინდა პოლიტიკური პროვოკაცია იყო… ეს იმავდროულად იყო ამერიკელების პასუხი რუსების ჩინეთში ვოიაჟზე. ახლა ტრამპი ცდილობს ბელორუსი მოწყვიტოს რუსეთს
ახლა ბელორუსში იმდენად უცნაური პროცესი მიმდინარეობს, რომ ძნელად წარმოსადგენი იყო არა მხოლოდ ამ მიმდინარე დაძაბულ პერიოდში, არამედ საერთოდ ლუკაშენკოს მმართველობის პერიოდში. ბელორუსლ-რუსულ წვრთვნას თვალს ადევნებენ ამერიკელი სამხედროები.
– აშშ-ს გარეშე ევროპას აშკარად გაუჭირდება უკრაინისთვის სრულფასოვანი დახმარება. გერმანიის კანცლერი მერცი ევროპის ლიდერად კი ყალიბდება, მაგრამ ვხედავთ, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში სიტუაცია საკმაოზე მეტად არამდგრადია.
ნატოს ძირითადი წევრი ქვეყნები უკრაინისთვის დახმარების საკითხში ერთიანობას ინარჩუნებენ, მაგრამ ვხედავთ, რომ არც რუსეთი აპირებს არც ცეცხლის შეწყვეტას და არც ომის დასრულებას. ეგ კი არაა, ვხედავთ რომ რუსეთი სამხედრო წრთვნებს ხან ჩინეთთან ატარებს, ხანაც ბელორუსთან.
პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთან ნაწილი ახლა იმაზე საუბრობს, რომ თუ ომთან დაკავშირებით არსებული დინამიკა შენარჩუნდა, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომში შეიძლება აღმოჩნდეს.
მსოფლიო ომის ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ და საინფორმაციო განზომილებებში მსოფლიო კარგა ხანია ცხოვრობს. ბირთვული ომის ალბათობა რამდენად დიდია?
– საუბრობენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს უფრო საინფორმაციო ხმაურია. რუსული სტრატეგიული ბირთვული არსენალი, თითქმის 70% შედგება იმ საავიაციო კომპონენტებისგან, რომელიც ამერიკელებმა ჩამოართვეს ბელორუსს, უკრაინას და ყაზახეთს და გადასცეს რუსეთს.
თუ სსრკ-ს დროს ამერიკული ბირთვული ბომბი ამერიკიდან მოფრინდებოდა, ის მოკავშირე რესპუბლიკებს მოხვედროდა და რუსეთი ნაკლებად დაზიანებულიყო.
ამაზე ახლა არ საუბრობენ, მაგრამ ჩამორთმეული ბირთვული იარაღების კოდები, რომლებიც რუსებს გადაეცა, ამერიკელებსაც აქვთ და რუსებს. მათ რუსები დასავლეთის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს. ამიტომ ამაზე საუბარი მხოლოდ პროპაგანდაა და მეტი არაფერი.
– საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს გვერდს ვერ ავულით. მოახლოებული ადგილობრივ არჩევნების ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ მასში მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს.
ოპოზიციის ის ნაწილი რომელიც არჩევნებში მონაწილეობს და ის ნაწილიც რომელსაც არჩევნებისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული მმართველ გუნდს იმაში ადანაშაულებენ რომ „ქართულ ოცნებას“ აშშ-თან და ევროპასთან გართულებული აქვს ურთიერთობები. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნა არც ევროკავშირში არ მიჰყვს და არც აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობა აღელვებს.
საქმე იქამდეცაა მისული რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასაც კი განიხილავს. აშშ-ს კონგრესსა და სენატში ორპარტიული მხარდაჭერით მზადაა „მეგობარი აქტი“, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია და მისი მიღების შემთხვევაში საქართველო, შესაძლოა, ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადაა აშშ-თან „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოს ურთიერთობები. ვაშინგტონმა უპასუხოდ დატოვა როგორც პრემიერ ირაკლი კობახიძის, ისე პრეზიდენტ ს წერილები პრეზიდენტ ტრამპისადმი, რაც კარგის მომასწავებელი არ უნდა იყოს.
როგორ შეაფასებდით არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ ვითარებას? და საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის ბრალდებებს?
– ოპოზიციის ბრალდებებზე რა გითხრათ, ისედაც ყველაფერი თვალსაჩინოა. თქვენთან ინტერვიუებში ბევრჯერ მითქვამს რომ საქართველოს ხელისუფლებას იმ საგარეო პოლიტიკური კუსის ფარგლებში, რომელსაც ის ატარებს, პირველ რიგში ამერიკელებთან და დასავლეთთან ურთიერთობების დალაგების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
უნდა ვიცოდეთ ახლა დასვლეთში ვინ იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. რასაკვირველია ეს არის რუბიო-გრემის ჯგუფი, მათი პოლიტიკური კურსი სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით არ შეცვლილა. საქართველოსთან მიმართებაში არაფერი არ შეიცვლება.
საქართველოს ხელისუფლებას იმ საგარეო პოლიტიკური კუსის ფარგლებში, რომელსაც ის ატარებს, პირველ რიგში ამერიკელებთან და დასავლეთთან ურთიერთობების დალაგების იმედი არ უნდა ჰქონდეს
„მეგობარი აქტი“ სენატში შეჩერდა, არა იმის გამო რომ ერთმა სენატორმა შეაჩერა ის. ერთი სენატორი ვერ შეაჩერებს 82 სენატორის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. ის შეჩერდა იმის გამო რომ რუბიო-გრემის ჯგუფმა და კიდევ მათთან ალიანსში მყოფმა სენატის „რესპუბლიკელების“ უმრავლესობამ გადაწყვიტეს აქცენტი გააკეთონ არა საქართველოს ხელისუფლების წინააღმედ რეპრესიული პოლიტიკის გატარებაზე, არამედ რუსეთის ინტერესების დაზიანებაზე სამხრეთ კავკასიაში. ანუ, მათ საქართველოს ხელისუფლება მიაჩნიათ გადაწყვეტილების არმიმღებ სტრუქტურად.
აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში რუსული ინტერესების დაზიანებისთვის ცალკე ქეისი აქვთ შემუშავებული. მათ ყველაფერი აქვთ გამზადებული. ამ პროექტების ამოქმედება მოხდება იმათთან ერთად, რომელიც სენატში გრემის მიერაა შემუშავებული. ეს პროექტები ითვალისწინებს რუსული ეკონომიკის ჩამოქცევას.
„მეგობარი აქტის“ მიღება ნიშნავდა სერიოზულ ზეწოლას ქართულ ეკონომიკაზე, ეს ამერიკელებს არაფერს არ მისცემდა. ჩამოყალიბებულია პოზიცია რომ საქართველოს ხელისუფლება მისი მიღების შემთხვევაში მაინც ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს.
პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მყარად დგას. თავს ნუ მოვიტყუებთ. საქართველოში ოპოზიციური განწყობები ძალიან მძაფრია, მაგრამ, ოპოზიციური ელიტა გვყავს საკმაოდ სუსტი, რის გამო ქვეყანაში სერიოზული ცვლილებების მოხდენა შეუძლებელია.
საქართველოში ცვლილებების ერთადერთი ტრიგერი არის ამერიკის პოლიტიკური ელიტა. ამერიკის პოლიტიკის ელიტას საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონის რუსეთიადნ მოწყვეტა გადაწყვეტილი აქვს. ეს გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება ვერავის მიერ. იმიტომ რომ ტრამპი და სხვა პოლიტიკური სტრუქტურა აშშ-ს ინტერესებს ასე კარდინალურად ვერ შეეწინააღმდეგება.
საქართველოში ცვლილებების ერთადერთი ტრიგერი არის ამერიკის პოლიტიკური ელიტა. ამერიკის პოლიტიკის ელიტას საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონის რუსეთიადნ მოწყვეტა გადაწყვეტილი აქვს. ეს გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება ვერავის მიერ. იმიტომ რომ ტრამპი და სხვა პოლიტიკური სტრუქტურა აშშ-ს ინტერესებს ასე კარდინალურად ვერ შეეწინააღმდეგება
უნდა ვიციდეთ, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის გაძევების უკან დგას არა თურქეთი, არა ევროპა, არა რუსეთის სისუსტე, არამედ ამერიკის ზეწოლა. რუსებზე ზეწოლის რესურსი მხოლოდ ამერიკელებს აქვთ.
საქართველო, ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა თუ არ უნდა, რუსული გავლენის მიღმა რჩება. ეს მოხდება კონკრეტულად ამ არჩევნების შემდეგ თუ მომავალში, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
საქართველო, ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა თუ არ უნდა, რუსული გავლენის მიღმა რჩება
მაგრამ, ამ არჩევნების შემდეგ ერთი რამ არის ცხადი – ქართულ ხელისუფლებას ამერიკელებთან გადატვირთვის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ეს არის სრულიად ცალსახა.
– ზანგეზურის კორიდორთნ დაკავშირებით ვაშინგტონში აზერბაიჯანის და სომხეთის ხელისუფლებების მონაწილეობით მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრისას „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ – „აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატირება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა“.
საქართველოზე ვაშინგტონში კრიტიკული შეფასებების კეთდება, მიუხედავად ამისა ხელისუფლება რომ თანმიმდევრულად აგრძელებს ანტიამერიკული, ანტიევროპული განცხადებების კეთებას.
ჩვენს სამეზობლოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში აშშ-ს პოზიციები ძლიერდება. იყო მოლოდინი, რომ ამ პროცესს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მისი პროპაგანდა ღიად არ და ვერ დაუპირისპირდებოდა, მაგრამ, პრაქტიკულად ამასაც ვხედავთ.
იმ დოზით, რასაც ვადევნებთ თვალს, ადგილობრივი არჩევნების წინ ანტიამერიკული და ანტიევროპული განცხადებები რას შეიძლება ნიშნავდეს?
– აქ საუბარია ერთ რამეზე – ივანიშვილს თავისთვის და არა მარტო თავისთვის აშშ-ს და დასავლეთის მიერ შეთავაზებულ პაკეტში უსაფრთხოების გარანტიები ეცოტავება. ივანიშვილს რეალურად ეშინია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამხრეთ კავკასიაში. არ ვიცი იგი რა მონაცემებით ხელმძღვანელობს, მაგრამ, უდავოა, რომ ივანიშვილი ღიად პროდასავლურ კურსსა და ნაბიჯებს გაურბის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შიშის გამო.
ივანიშვილი ღიად პროდასავლურ კურსსა და ნაბიჯებს გაურბის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შიშის გამო
დასავლეთი საქართველოსთან მიმართებაში რუსეთთან დაპირისპირებას არ აპირებს. ეს არის უდავო. მას სხვა კურსი აქვს. მას უნდა რუსეთი დაასუსტოს და სამხედრო-პოლიტიკური პერიფერია წაართვას. უკრაინაში ომი არის ამის ერთ ერთი ინსტრუმენტი.
ამიტომ, ყველაზე მთავარი, რაც მოხდება ზანგეზურთან და საქართველოსთან მიმართებაში, დასავლეთის პოლიტიკაში არის ორი ქეისი – ერთია ზანგეზურის თემა, მეორე გახლავთ საქართველოს თემა. ორივე სატრანსპორტო კვანძად მოიაზრება და გეოსტრატეგიულ ელემენტებს შეიცავს. ამიტომ, თუ დასავლეთი ზანგეზურის თემას ავითარებს, მან საქართველოს თემაც უნდა განავითაროს. ეს ორი პროექტი ერთმანეთის საწინააღმდეგო ვერ იქნება.
თუ დასავლეთი ზანგეზურის თემას ავითარებს, მან საქართველოს თემაც უნდა განავითაროს. ეს ორი პროექტი ერთმანეთის საწინააღმდეგო ვერ იქნება
თუ საქართველოში იქნება რუსეთი, ზანგეზურის კორიდორი სრულფასოვნად ვერ იმუშავებს. საქართველოში სატრანსპორტო კვანძები იმიტომ ვერ მუშაობს ეფექტურად რომ ამ ხაზებიდან რამდენიმე კილომეტრში რუსები დგანან სამხრეთ ოსეთში. თუ საქართველოში რუსები იქნებიან, ვერც ზანგეზური ვერ იმუშავებს. თუ რუსეთი არ გაიყვანა დასავლეთმა და პირველ რიგში აშშ-მ საქართველოდან, ზანგეზური დარჩება პოლიტიკურ მანიფესტაციად.
ზანგეზური საქართველოს არა პოლიტიკური ალტერნატივაა, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ საქართველოსთან მჭიდროდ მყოფი პოლიტიკური მოცემულობა
ამას საქართველოს ხელისუფლება და ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს მანამ სანამ ეს ყველაფერი დასკვნით ეტაპზე გადავა, რადგან შემდეგ პოლიტიკური ვაჭრობა ძნელი იქნება.
ზანგეზური საქართველოს არა პოლიტიკური ალტერნატივაა, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ საქართველოსთან მჭიდროდ მყოფი პოლიტიკური მოცემულობა. ეს სტრატეგიულადაც, ტრანზიტული და ეკონომიკური თვალსაზრისითაც ასეა. ანუ, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზისითაც იგივე მდგენელია. ამიტომ ზანგეზურის თემის საქართევლოსგან განცალკავება, მიამიტობა იქნებოდა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი