იტალიის თავდაცვის მინისტრი – ქვეყანა ს მხრიდან თავდასხმისთვის მზად არ არის

იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროსეტოს განცხადებით, ქვეყანა ს ან სხვა რომელიმე ქვეყნის მხრიდან პოტენციური თავდასხმისთვის მზად არ არის.
კროსეტოს თქმით, იტალიამ ბოლო 20 წლის განმავლობაში თავდაცვაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩადო და ამის ერთ ან ორ წელიწადში კომპენსირება შეუძლებელია.
„ჩვენ არ ვართ მზად რუსეთის ან სხვა ქვეყნის მხრიდან თავდასხმისთვის, ამას დიდი ხანია ვამბობ. მიმაჩნია, ჩვენი ამოცანაა ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ მას თავდაცვის საშუალება ჰქონდეს, თუ რომელიმე გიჟი გადაწყვეტს ჩვენზე თავდასხმას: მე პუტინზე არ ვსაუბრობ, მე ნებისმიერზე ვსაუბრობ“, – აღნიშნა იტალიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრმა ასევე დასძინა, რომ იტალია „იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ყველაზე მეტი წვლილს შეაქვთ აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს თავდაცვაში“.
ზე საუბრისას, კროსეტომ იმედი გამოთქვა, რომ „საერთაშორისო საზოგადოება დააჩქარებს მოქმედებას მომდევნო კვირებში, რადგან ჩვენ დრო აღარ გვაქვს“.

ასევე დაგაინტერესებთ