მიგრაციის ეფექტის კლებას IT მიმართულების და უცხოელი სტუდენტების ხარჯები დააკომპენსირებს – ლაშა ქავთარაძე

რაც შეეხება მიგრაციის ეფექტის კლებას, ის IT მიმართულებითა და უცხოელი სტუდენტების ხარჯებით დაკომპენსირდება, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ხარჯები საკმაოდ სოლიდურია და გასულ წელს დაწყებული ტენდენცია 2024-შიც გაგრძელდება.
„მიგრაციის ეფექტის კლებას ვხედავთ 2023 წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული. ეს კარგად გამოჩნდა ფულად გზავნილებში. დან მნიშვნელოვანი შენელება მოხდა და 60-70 მლნ-ის ფარგლებში დასტაბილურდა. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთიდან მიგრაციის ეფექტის შენელება დაკომპენსირდება IT მიმართულებით, განათლების მიმართულებით უცხოელი სტუდენტების გადმოსვლით და მათ მიერ გაწეული ხარჯებით. ესენი მზარდი და სოლიდური კომპონენტებია. მაგალითად IT სერვისის ექსპორტი შარშან 910 მლნ-მდე იყო ხარჯები. რაც შეეხება უცხოელი სტუდენტებს, დაახლოებით 350 მლნ-ის ხარჯები იყო გაწეული 2023 წელს. ეს კომპონენტები აკომპენსირებს მიგრაციის ეფექტის კლებას, რომელიც გვექნება 2024 წელსაც, – ამბობს ლაშა ქავთარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ