შაიშმელაშვილი: თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები იცვლება

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნი,  ირაკლი შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი საგარეო საქმეთა მინისტრად გადაჰყავთ.

მისი ცნობით, ირაკლი ჩიქოვანის ამოცანა ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგება იქნება.

ამასთან, ირაკლი შაიშმელაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გურამ ზესაშვილი დაინიშნება.

მისი თქმით, თუ -ს თანამშრომლები უარს იტყვიან მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და პროცესებში თავდაცვის ძალების ჩართვა იგეგმება.

საქოცეთში დიდი ამბები იგეგმება:

მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი – გადაჰყავთ საგარეო საქმეთა მინისტრად, სადაც მისი ამოცანა ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგება იქნება. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გურამ ზესაშვილი (გეკას რეკომენდაციით), ინიშნება თავდაცვის მინისტრად. აქ კიდევ უფრო დიდი სტრატეგია აქვთ გათვლილი (კლიმენტი ვოროშილოვის მიხედვით), თუ შსს-ს თანამშრომლები უარს იტყვიან მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, გეგმავენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და პროცესებში თავდაცვის ძალების ჩართვას,” – წერს ირაკლი შაიშმელაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა