როგორ კეთდება დედაქალაქში ერთხელ გაკეთებული საქმე მეორედ, მესამედ ან იმდენჯერ, რამდენჯერაც გაფუჭდება?! – კალაძემ ამბავი ან არ იცის ან მისი ბრალი არ არის. ასე პასუხობს ყველაფერს. ვაკეში ჭავჭავაძის გამზირის ბოლო მონაკვეთის რეაბილიტაცია, 24 მილიონი დაჯდა, გახსნიდან მეორე დღესვე წყლის ამოფრქვევა კალაძის თქმით, არა მერიის არამედ GWP-ის ბრალია.
საზეიმოდ გახსნიდან რამდენიმე დღეში ნახევრად დაიტბორა თემქის ახალი პარკიც. წყალმა მიწა პარკის ერთი ფერდიდან ბილიკზე ჩამოიტანა. მილი, რომელიც დაზიანდა მერიას ეკუთვნოდა, მალევე თქვეს, რომ პრობლემა მოაგვარეს. თემქის პარკის მოწყობა 40 მილიონი დაჯდა. თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ამბობს რომ მიზეზი კორუფციაა.
საკრებულოს წევრებს აქვთ არაერთი მაგალითი, სადაც უკვე გახსნილ პროექტებს თავიდან გაკეთება სჭირდება. ამბობენ, რომ კორუფციის გამო ხალხს პარავენ ფულს და ქონებას, რომელიც ყველას საკუთრებაა.




