გიგი წერეთელი – მმართველი რეჟიმის რეპრესიული მარაზმი მხოლოდ სისუსტის და პოლიტიკური უუნარობის გამოხატულებაა

მმართველი რეჟიმის რეპრესიული მარაზმი მხოლოდ სისუსტის და პოლიტიკური უუნარობის გამოხატულებაა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
გიგი წერეთლის თქმით, საზოგადოების რეაქცია „ავტორიტარულ ქმედებებზე“ უფრო მძაფრი იქნება და ეს კიდევ უფრო დააჩქარებს საჭირო დემოკრატიულ ცვლილებებს.
“ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც “ოცნების” ხელისუფლებას დარჩა ოპოზიციისა და საპროტესტო საზოგადოების წინააღმდეგ, არის ძალადობა და რეპრესიები. ელენე ხოშტარიას დაკავება ბანერზე წარწერის გამო, ამ მარაზმის ნათელი მაგალითია. ისევე, როგორც ამ დღეებში ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაპატიმრება პოლიტიკური განცხადებისთვის, მეგი დიასამიძის დევნა და მანამდე პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების უსაფუძვლოდ ციხეში გამომწყვდევა.
ეს მაშინ, როცა უამრავ მოძალადე დამნაშავეს პასუხს არავინ სთხოვს, რადგან მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან. ეს რეპრესიული მარაზმი მხოლოდ სისუსტის და პოლიტიკური უუნარობის გამოხატულებაა. საზოგადოების რეაქცია ავტორიტარულ ქმედებებზე უფრო მძაფრი იქნება და რეჟიმის გახანგრძლივების მაგივრად, ხალხის დაშინების ეს სტრატეგია კიდევ უფრო დააჩქარებს საჭირო დემოკრატიულ ცვლილებებს”, – განაცხადა წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”