ელენე ხოშტარია დააკავეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია დააკავეს. საქმე სავარაუდოდ ეხება მელიქიშვილზე მომხდარ ფაქტს, რომლის გამოც ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ხოშტარიამ კალაძის ბანერს მარკერით ‘რუსული ოცნება” დააწერა.
„ქართულმა ოცნებამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ელენე ხოშტარიას მიერ კალაძის ბანერის “დაზიანების” შესახებ მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პარტიის წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან ერთიდან 5 წლამდე ვადით პატიმრობით.
„შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, — ნათქვამია -ს განცხადებაში.
„რუსული ოცნება“ — დააწერა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის საარჩევნო ბანერს მელიქიშვილის ქუჩაზე.
მანვე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კალაძის ბანერის ფოტო, წარწერით „რუსი“ და დაწერა: „სოლიდარობა მეგის“.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის სტუდენტ მეგი დიასამიძეს კალაძის ბანერის დაზიანების გამო სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ. ის ამჟამად 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. დიასამიძის მორიგი პროცესი 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე არის დანიშნული.
პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე გაათავისუფლა საკუთარი აქტივისტები — ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე იძალადეს.

ასევე დაგაინტერესებთ