ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა – დაკავებულია 7 პირი

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 7 პირია დაკავებული. ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები და პისტოლეტები, ხელყუმბარა, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.
“ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია -ს განცხადებაში.
„დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.