-მ იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 7 ადამიანი.
ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული თ.ჟ., 1977 წელს დაბადებული გ.ზ., 1987 წელს დაბადებული ვ.ა., 1970 წელს დაბადებული კ. ბ. და წარსულში ნასამართლევები: 1975 წელს დაბადებული პ. კ., 1977 წელს დაბადებული გ.ა. და 1986 წელს დაბადებული გ.გ.
მათ 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები და პისტოლეტები, ხელყუმბარა, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.
ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია -ს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ