ტაშის გამო მოსამართლემ სხდომა დახურა – მოქალაქეებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა  მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი დაიხურა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ლევან ხაბეიშვილის განცხადების გაკეთების შემდეგ, დარბაზში მყოფებმა ტაში დაუკრეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. მათ სხდომათა დარბაზი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დაატოვებინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ინფორმაციით, მლეთაში, მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ – ასევე, დაკარგული ბიჭის დედა ადგილზე არსებული დალუქული ჭის შემოწმებას ითხოვს